უკრაინული მხარე - რუსული ჯარები ცდილობენ უკრაინული ძალების თავდაცვის ხაზები გაარღვიონ და აღმოსავლეთ ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვრებს მიაღწიონ

უკრაინის სამხედრო ძალების უახლესი ანგარიშის მიხედვით, რუსული ჯარები ცდილობენ უკრაინული ძალების თავდაცვის ხაზები ­გაარღვიონ და აღმოსავლეთ ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვრებს მიაღწიონ. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, რუსების ძალისხმევა ქალაქ სევეროდონეცკისკენ არის მიმართული.

მათივე თქმით, რუსულმა მხარემ თვითმფრინავების გამოყენება გააძლიერა, რათა აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონაში უკრაინის ინფრასტრუქტურა გაანადგუროს. ამასთან, ანგარიშის მიხედვით, უკრაინულმა ძალებმა აღმოსავლეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის 11 თავდასხმა მოიგერიეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო