უკრაინის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 23 მაისამდე დაახლოებით 29 200 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 23 მაისამდე რუსული მხარის დანაკარგი დაახლოებით 29 200 ჯარისკაცია, რაც გასულ დღესთან შედარებით 150 რუსი ჯარისკაცით მეტია.

მათივე ინფორმაციით, რუსული მხარის დანაკარგი ასევე მოიცავს 1293 ტანკს, 3166 ჯავშანმანქანას, 604 საარტილერო სისტემას, 201 სარაკეტო სისტემას, 93 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 204 თვითმფრინავს, 170 ვერტმფრენს, 476 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენ აპარატს, 110 ფრთოსან რაკეტას, 13 ერთეულ გემს/კატერს, 2206 საავტომობილო ტექნიკასა და საწვავის ავზს, 43 სპეცტექნიკას.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს