ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სევეროდონეცკის რეგიონში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი სევეროდონეცკის რეგიონში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას „ტელეგრამში“ ავრცელებს.

გაიდაის თქმით, რუსულმა ძალებმა რამდენიმე შენობა დააზიანეს.

„რუსებმა ცენტრალური ბაზრის 5 მაღალსართულიანი შენობა და სავაჭრო უბანი დააზიანეს, დაჭრილია მამაკაცი. 22 მაისს, მტრის 11 შეტევა მოიგერიეს, 6 ტანკი, 10 ერთეული ჯავშანტექნიკა და 6 ერთეული ავტომობილი განადგურდა. საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა მტრის 1 უპილოტო საფრენი აპარატი Orlan-10 და Su-25 ჩამოაგდეს“, - წერს გაიდაი.

შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უკანასკნელი ანგარიშის მიხედვით, რუსულმა ძალებმა აქცენტი სევეროდონეცკის რეგიონზე გადაიტანეს.

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია