თვითგამოცხადებული დონეცკის „სახალხო რესპუბლიკის“ ლიდერის განცხადებით, უკრაინელი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც „აზოვსტალის“ ქარხანაში ჩაბარდნენ, ტრიბუნალი მზადდება

თვითგამოცხადებული დონეცკის „სახალხო რესპუბლიკის“ (DPR) ლიდერმა, დენის პუშილინმა განაცხადა, რომ უკრაინელი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანაში ჩაბარდნენ, ტრიბუნალი მზადდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედიასაშუალებები ავრცელებენ.

რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია-ნოვოსტის“ ცნობით, პუშილინმა განაცხადა, რომ დაკავებული უკრაინელი ჯარისკაცები ახლა დონეცკის „სახალხო რესპუბლიკის“ ტერიტორიაზე იმყოფებიან.

როგორც ცნობილია, მარიუპოლი გასულ კვირას რუსეთის სრული კონტროლის ქვეშ მოექცა, როდესაც „აზოვსტალი“ მარიუპოლის დამცველების უკანასკნელმა ჯარისკაცებმა დატოვეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს