ლუდმილა დენისოვა - დავალება მაქვს ორი და სამი წლის ბავშვების დედებისგან, რომლებიც საშინელი ტანჯვით მოკვდნენ რუსი ჯარისკაცების გაუპატიურების შედეგად, რომ ამ საშინელების შესახებ მსოფლიოსთვის მომეთხრო

იმ ორი და სამი წლის ბავშვების დედებმა, რომლებიც ოკუპანტების მიერ გაუპატიურების შედეგად გარდაიცვალნენ, ომბუდსმენს ლუდმილა დენისოვას სთხოვეს რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ მთელი მსოფლიოსთვის მოეყოლა. უკრაინის მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადებას უკრაინის სახალხო დამცველი „ტელეგრამის“ გვერდზე ავრცელებს.

ის დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ უკრაინის ომის შედეგად ყველაზე მეტად მშვიდობიანი მოსახლეობა იტანჯება.

„ყოველდღიურად სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე 700-800 უკრაინის მოქალაქე რეკავს, რომლებიც ომბუდსმენის ოფისს რუსეთის ფედერაციის ომის დანაშაულების შესახებ ატყობინებენ. 1500-მა მოქალაქემ იპოვა გამბედაობა საკუთარ თავში მიემართათ ფსიქოლოგიური დახმარებისთვის და მოეყოლათ ყველაზე საშინელი დანაშაულების - სექსუალური ხასიათის, წამების შესახებ. მე მაქვს დავალება ორი და სამი წლის ბავშვების დედებისგან, რომლებიც საშინელი ტანჯვით მოკვდნენ რუსი ჯარისკაცების გაუპატიურების შედეგად, რომ ამ საშინელების შესახებ მსოფლიოსთვის მომეთხრო“,- განაცხადა ლუდმილა დენისოვამ.

მან აღნიშნა, რომ მასობრივი სექსუალური დანაშაულები რუსეთის ომის ტაქტიკაა უკრაინის ხალხის განადგურების მიზნით, „ეს არის იარაღი უკრაინული სულის გასატეხად, მაგრამ ეს არ გამოვა“.

„ჩვენ ვილაპარაკებთ, რომ მსოფლიომ იცოდეს! ჩვენ ყველას მშვიდობა გვსურს, მაგრამ არა ჩვენი ქალების, გოგოებისა და ბიჭების სიცოცხლის ფასად! მხოლოდ უკრაინელი ხალხის გამარჯვებით! და ეს აუცილებლად ასე იქნება“,- განაცხადა ომბუდსმენმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს