ანრი ოხანაშვილი - რადიკალური ოპოზიციის აჟიოტაჟს აყვნენ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, ყველაზე ცუდი რაც იკვეთება, მათ ამ კამპანიაში ჩართეს აშშ-ის საელჩო

რადიკალური ოპოზიციის აჟიოტაჟს, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ აყვნენ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ყველაზე ცუდი რაც იკვეთება, მათ ამ კამპანიაში ჩართეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, თითქოს საელჩო დგას დისკრიმინაციის მხარეს - ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს კამპანია მიზნად ისახავს შტურმს სასამართლოზე, თითოეულ მოსამართლეზე, რომ გააფრთხილონ, არ გაბედონ და არ გამოიტანონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შეესაბამება სამართალს და კანონის უზენაესობას.

„ეს კამპანიაც მიზნად ისახავს შტურმს სასამართლოზე, თითოეულ მოსამართლეზე, რომ გააფრთხილონ, კიდევ ერთხელ შეახსენონ მათი რეალური სახე, რასაც ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს აკეთებდნენ, რომ არ გაბედონ და არ გამოიტანონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შეესაბამება სამართალს და კანონის უზენაესობას. ამის გაგრძელებაა ეს ყველაფერი. რადიკალური ოპოზიციის აჟიოტაჟს სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ აყვნენ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ყველაზე ცუდი აქ რაც იკვეთება, მათ ჩართეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ამ კამპანიაში, თითქოს საელჩო დგას დისკრიმინაციის მხარეს. რა ღირებულებების და ფასეულობების მატარებელია ეს ხალხი, როდესაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლობაზე მიაქვთ ასეთი შტურმი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს