კიევის სასამართლომ ვიქტორ იანუკოვიჩის დაკავების ნებართვა გასცა

კიევის პეჩერსკის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს რუსეთის სასარგებლოდ "ხარკოვის ხელშეკრულებებზე" ხელმოწერის საქმეზე აღკვეთის ღონისძიება განუსაზღვრა და დაკავების ნებართვა გასცა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„ხარკოვის ხელშეკრულებების“ ხელმოწერა რუსეთის სასარგებლოდ - სასამართლომ ექსპრეზიდენტის დაკავების ნებართვა გასცა. 2022 წლის 23 მაისს, გენერალური პროკურატურის პროკურორების მონაწილეობით, კიევის პეჩერსკის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა სისხლის სამართლის პროცესში სახელმწიფო ღალატის ჩადენის გარემოებებზე განუსაზღვრა“,- ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

გამოძიება მიიჩნევს, რომ იანუკოვიჩმა დახმარება გაუწია უცხო სახელმწიფოს - რუსეთის ფედერაციას და მის წარმომადგენლებს უკრაინის წინააღმდეგ დივერსიული მოქმედებების განხორციელებაში.

„მსგავსი ქმედებების შედეგად ხელოვნურად შეიქმნა წინაპირობები უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის ჯარების რაოდენობის გაზრდის, მათი გადაიარაღებისა და მოდერნიზაციისთვის და მომავალში - რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალების შემოჭრისა და მათ მიერ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის ოკუპაციის“, - აღნიშნავს გენერალური პროკურატურა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს