მედია - აშშ კიევში საკუთარი საელჩოს დასაცავად სპეციალური ოპერაციის ძალების გაგზავნას განიხილავს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის დედაქალაქში საკუთარი საელჩოს დასაცავად სპეციალური ოპერაციების ძალების გაგზავნას განიხილავს. ინფორმაციას CNN-ი აქვეყნებს.

მათივე ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაცია კიევში ძალების გაგზავნის შესახებ დისკუსიების ადრეულ ეტაპზეა და პრეზიდენტს გადაწყვეტილების მისაღებად წინადადება არ წარსდგომია.

გამოცემა Wall Street Journal-ი პირველი მედიასაშუალება იყო, რომელიც იტყობინებოდა, რომ აშშ-ს სამხედრო და დიპლომატიური ოფიციალური პირები კიევში ჯარების გაგზავნის გეგმებს იქ ხელახლა გახსნილი საელჩოს დასაცავად განიხილავდნენ.

ამჟამად, საელჩოსა და მის შეზღუდული რაოდენობის პერსონალს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატიური უსაფრთხოების წარმომადგენლები იცავენ.

CNN-ს წყარომ განუცხადა, რომ აშშ-ს საზღვაო ქვეითები, როგორც წესი, იცავენ საელჩოებს, მაგრამ არსებობს ზოგადი შეთანხმება, რომ ისინი შეიძლება უკრაინაში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გაურკვეველ ვითარებას არ შეეფერებოდნენ.

როგორც ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, ვაშინგტონს არ სჯერა, რომ რუსეთი ღიად თავს დაესხმება მის საელჩოს, მაგრამ არსებობს შეშფოთება, რომ მოსკოვს შეუძლია უნებლიედ დიპლომატიური მისიის შენობა მიზანში ამოიღოს და სიტუაცია შესაძლოა მკვეთრად გამწვავდეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს