პაატა იმნაძე - „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევები მოიმატებს, მაგრამ არ მგონია, დიდი ეპიდემიის სახე მიიღოს - მზადყოფნა გვაქვს

თანამედროვე პირობებში ყვავილის გაჩერება არ არის ძალიან ძნელი, იმიტომ რომ ისეთი გადამდები არ არის, როგორიც კორონავირუსი იყო - ალბათ, „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევები მოიმატებს, მაგრამ არ მგონია დიდი ეპიდემიის სახე მიიღოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, „მაიმუნის ყვავილი“ ახალი არ არის და ის გასული საუკუნის 70-იან წლებში არის აღმოჩენილი.

იმნაძის განმარტებით, ყვავილების საწინააღმდეგო ვაქცინა არსებობს და ის “მაიმუნის ყვავილზეც“ საკმაოდ ეფექტიანია.

“ყვავილზე აცრა 1980 წლის მერე დედამიწაზე აღარ ხდება. ყვავილის ვაქცინა არსებობს და „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსისგანაც საკმაოდ ეფექტიანად იცავს. თუ საჭირო გახდება ეს ვაქცინა არსებობს, მსოფლიოს მისი წარმოების პოტენციალი გააჩნია, ასე რომ დიდ გართულებებს არ ველი, თუმცა, რა თქმა უნდა, ელემენტარული ჰიგიენური ნორმების დაცვა აუცილებელია”, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

NCDC-ის ხელმძღვანელის მოადგილის თქმით, „მაიმუნის ვირუსი“ ძირითადად აფრიკაში არის გავრცელებული. მისი ორი ვარიანტი არსებობს: ცენტრალურ-აფრიკული და დასავლეთ-აფრიკული.

იმნაძის განცხადებით, ევროპის ქვეყნებში გავრცელებულია დასავლეთ-აფრიკული ვარიანტი, რომელიც უფრო მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, ვიდრე ცენტრალურ-აფრიკული.

მისივე თქმით, ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში დადასტურებული 100-მდე შემთხვევიდან მძიმე მიმდინარეობის არცერთი ყოფილა.

„აფრიკის მონაცემებით, დასავლეთ-აფრიკული ვარიანტის ლეტალობა დაახლოებით, 1%-ია, იმიტომ რომ იქ პრაქტიკულად, სულ არის ხოლმე შემთხვევები. ცოტა უფრო მძიმე მიმდინარეობა ცენტრალურ-აფრიკულ ვარიანტს ახასიათებს. იქ ლეტალობა შეიძლება, 10%-მდეც ადიოდეს.

ჯერჯერობით, 100-მდე შემთხვევიდან, რაც ევროპასა და ამერიკაში არის დადასტურებული, არცერთი არ ყოფილა მძიმე მიმდინარეობის, არცერთი გარდაცვალება არ ყოფილა. უნდა დავაკვირდეთ სიტუაციას. მთელი მსოფლიო, ჩემი კოლეგები დაკვირვების რეჟიმში ვართ“, - განაცხადა მან.

პაატა იმნაძის განმარტებით, მსგავს დაავადებებზე საქართველოში ზედამხედველობის სისტემა „კარგად არის აწყობილი“.

მისივე განმარტებით, „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით საშიში არაფერია და ამ დროისთვის, „განგაშის სიგნალი“ იმ ქვეყნებშიც კი არ არის ჩართული, სადაც ეს დაავადება გამოვლინდა.

„შიში არასოდეს არ არის კარგი. ჯერჯერობით არ უნდა გვეშინოდეს, საშიში ნამდვილად არაფერი არ არის. 2 დღის წინ დავბრუნდი ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან. იქ სადაც ბევრი შემთხვევებია ევროპაში - იგივე ესპანეთში, პორტუგალიაში, დიდ ბრიტანეთში, იქაც კი არ არის ჯერჯერობით განგაშის მაღალი საფეხურები ჩართული. არაფერი ახალი არ არის. მაიმუნის ყვავილი 70-იან წლებში არის აღმოჩენილი.

როდესაც დედამიწაზე „ნატურალური ყვავილის“ ვაქცინაციის საშუალებით აღმოფხვრა მოხდა, იმ წლებში წამოყო სხვადასხვა ყვავილებმა/ნათესავმა ვირუსებმა თავი. მაგალითად, ეს იყო „მაიმუნის ყვავილი“, „ძროხის ყვავილი“ და სხვა. სხვათა შორის, საქართველოში რამდენიმე წლის წინ ყვავილის კიდევ ერთი ნაირსახეობა აღმოვაჩინეთ, რომელსაც „ახმეტა ვირუსი“ ვუწოდეთ, რადგან მთის საძოვრებში, მწყემსებში დადასტურდა. ასე რომ, საქართველოში ასეთ დაავადებებზე ზედამხედველობის სისტემა კარგად გვაქვს აწყობილი. საქართველოში „ძროხის ყვავილი“ ყოველწლიურად არა, მაგრამ რამდენიმე წელიწადში ერთხელ, 1-2 შემთხვევა ყოველთვის არის. „მაიმუნის ყვავილი“ ქვეყანაში არ ყოფილა, იმედია არც ახლა გვექნება, მაგრამ მზადყოფნა გვაქვს“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
კახა ოქრიაშვილი - ივანიშვილის ღარიბაშვილი ქართველი ხალხის 90%-ს დესტრუქციულ ძალას უწოდებს!
საერთაშორისო ფორვარდინგული კომპანია "ტეპკო" განცხადებას ავრცელებს
„მაგნიტის“ მეხუთე გათამაშებაში მოგებული 100 000 ლარი - რა გეგმები აქვს გამარჯვებულ ოჯახს
Bitnet – კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო დაფინანსება მოიპოვა
დომუსის ახალი, მზიანი და ნათელი საცხოვრებელი კომპლექსი გაზაფხულის ქუჩაზე
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია