კოლუმბიელი ჯარისკაცები უკრაინელ სამხედროებს განაღმვის ტექნიკაში მოამზადებენ

კოლუმბიის თავდაცვის მინისტრმა დიეგო მოლანომ განაცხადა, რომ მისი ქვეყნის ჯარისკაცების გუნდი ევროპაში გაემგზავრება, რათა უკრაინელი სამხედროები განაღმვის ტექნიკაში მოამზადონ.

ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

კოლუმბიელი ექსპერტები უკრაინელი ჯარისკაცების გასაწვრთნელად შეერთებული შტატების მიერ არიან მიწვეულნი.

„ამ წვრთნას 11 სამხედრო ინჟინერი ჩაატარებს, რომლებიც უკრაინის მეზობელად მყოფ ნატოს წევრ ქვეყანაში გაემგზავრებიან“ , - განაცხადა მოლანომ.

ცნობისთვის, კოლუმბია ნატო-ს პარტნიორი ქვეყანაა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს