ვოლოდიმირ ზელენსკი - მომავალი კვირები რთული იქნება და ჩვენ უნდა ვიცოდეთ ეს, მაგრამ ბრძოლის გარდა ალტერნატივა არ გვაქვს

ყველაზე რთული საბრძოლო ვითარება დღეს დონბასშია. ბახმუტი, პოპასნაია, სევეროდონეცკი - ამ მიმართულებით ოკუპანტებმა უდიდესი აქტივობა განახორციელეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, რუსულმა ძალებმა დონბასში ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს და ცდილობენ გაანადგურონ ყველაფერი.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ოკუპანტები ზოგიერთ რაიონში შეტევაზე მიდიან, ზოგან - პოზიციების გამყარებას ცდილობენ.
„რუსი ოკუპანტები ცდილობენ აჩვენონ, რომ ისინი თითქოს არ დათმობენ ხარკოვის ოლქის, ხერსონის ოლქის, ზაპორიჟიეს ოკუპირებულ ტერიტორიას და დონბასს. ისინი შეტევაზე მიდიან ზოგიერთ რაიონში, ზოგიერთ რაიონში რეზერვებს აგროვებენ, სადღაც კი პოზიციების გამყარებას ცდილობენ,”- აღნიშნა ზელენკიმ.
მისი თქმით, მომავალი კვირები რთული იქნება.
„ომის მომავალი კვირები რთული იქნება და ჩვენ უნდა ვიცოდეთ ეს. მაგრამ ბრძოლის გარდა ალტერნატივა არ გვაქვს. იბრძოლე და გაიმარჯვე. გავათავისუფლოთ ჩვენი მიწა და ჩვენი ხალხი, იმიტომ რომ ოკუპანტებს სურთ წაგვართვან არა მხოლოდ რაღაც, არამედ ყველაფერი რაც გვაქვს. მათ შორის უკრაინელების სიცოცხლის უფლება. გამარჯვებისთვის თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიმუშაოთ,“- აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

























