რუსული მედია - ხერსონში რუსულ ენას სახელწიფო ენის სტატუსი მიენიჭება

რუსული მედია - ხერსონში რუსულ ენას სახელწიფო ენის სტატუსი მიენიჭება

უკრაინელი ნაციონალისტებისაგან გათავისუფლებულ ხერსონის ოლქში რუსული ენა უკრაინულთან ერთად სახელმწიფო ენის სტატუსს მიიღებს, - ამის შესახებ ოლქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ე.წ. უფროსის მოადგილემ, კირილ სტრემუსოვმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.

„რუსული ენა, უკრაინულთან ერთად, გახდება სახელმწიფო ენა ხერსონის ოლქში. რუსული ენა გახდება მთავარი ენა საქმის წარმოების, კომუნიკაციისა და სახელმწიფო მნიშვნელობის ყველა საკითხში. ჩვენ არ ვკრძალავთ უკრაინულ ენას“, - განაცხადა მან.

კირილ სტრემუსოვის თქმით, სწავლა სკოლებსა და უნივერსიტეტებში რუსულ ენაზე წარიმართება, თუმცა მშობლების მოთხოვნით უკრაინული კლასებიც შეიძლება გაიხსნას.