ჯო ბაიდენი უკრაინის ომზე - ქუჩებში უდანაშაულო მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ, ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ევროპული საკითხი, ეს არის გლობალური საკითხი

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკმა და არაპროვოცირებულმა ომმა ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ე.წ. „ქუადის“ სამიტზე განაცხადა, რომელშიც ის ინდოეთის, ავსტრალიისა და იაპონიის ლიდერებთან ერთად მონაწილეობს.

„ქუჩებში უდანაშაულო მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ და მილიონობით ლტოლვილი იძულებით გადაადგილებული და გასახლებულია. ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ევროპული საკითხი, ეს არის გლობალური საკითხი,“- აღნიშნა ბაიდენმა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის სკოლებზე, ეკლესიებსა და მუზეუმებზე თავდასხმით კულტურის განადგურებას ცდილობს.

ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფაქტი „ქუადის“ მიზნებსა და საერთო ღირებულებებს კიდევ უფრო ამაღლებს.

„საერთაშორისო წესრიგის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ფუნდამენტური პრინციპები, საერთაშორისო სამართალი, ადამიანის უფლებები ყოველთვის უნდა იყოს დაცული, მიუხედავად იმისა, თუ სად ირღვევა ისინი. ასე რომ, „ქუადს“ წინ ბევრი სამუშაო აქვს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა ბაიდენმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა