დროებით ოკუპირებული ხერსონის ოლქის ე.წ. „ადმინისტრაცია“ მოსკოვს სამხედრო ბაზის გახსნას სთხოვს

უკრაინის ხერსონის ოლქის რუსეთის მიერ დანიშნული ადმინისტრაცია მოსკოვს ოლქის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზის გახსნას სთხოვს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის მიერ დანიშნული ხერსონის ე.წ. „სამოქალაქო-სამხედრო რეგიონული ადმინისტრაციის“ ხელმძღვანელის მოადგილეზე, კირილ სტრემუსოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ხერსონის ოლქში რუსული სამხედრო ბაზა უნდა იყოს. ჩვენ ამას მოვითხოვთ და ეს არის ის, რაც მთელ მოსახლეობას სურს. ეს იქნება რეგიონისა და მისი მოსახლეობის უსაფრთხოების გარანტი,“ - განაცხადა სტრემუსოვმა რუსულ მედიასთან საუბარში.

შეგახსენებთ, ხერსონის ოლქი ყირიმის ჩრდილოეთით მდებარეობს. ხერსონი იყო პირველი დიდი უკრაინული ქალაქი, რომელიც რუსულმა ძალებმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიკავეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო