მარიუპოლში ერთ-ერთი სარდაფის ნანგრევების ქვეშ თითქმის 200 ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის მერის პრესმდივანი პეტრ ანდრიუშენკო „ტელეგრამის“ გვერდზე ავრცელებს.
„მარიუპოლი. სასაფლაო. მრავალსართულიანი სახლის ნანგრევების გასუფთავებისას სარდაფში დაახლოებთ 200 ადამიანის ნახევრადგახრწნილი ცხედარი იპოვეს. ადგილობრივების უარის შემდეგ მოეგროვებინათ გარდაცვლილთა ცხედრები, რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმაც ტერიტორია დატოვა“,- განაცხადა ანდრიუშენკომ და განმარტა, რომ ცხედრები მათ გარდაცვალების ადგილზევე დატოვეს.
მისივე თქმით, შეჩერებულია მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ეზოებში დაკრძალულთა სასაფლაოებზე გადასვენების პროცესიც.