Forbes - რუსეთს უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 20% აქვს ოკუპირებული - რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს, მოლდოვის და იაპონიის ნაწილიც

რუსეთს უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 20% აქვს ოკუპირებული, - ამის შესახებ გამოცემა Forbes-ი წერს.

Forbes-ის ინფორმაციით, 23 თებერვლის მდგომარეობით, რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იყო 43 300 კვ. კმ, ანუ უკრაინის ტერიტორიის 7%, ახლა ეს ტერიტორია 2.9-ჯერ მეტია და 125000 კვ. კმ-ს შეადგენს.

გამოცემა წერს, რომ 2014 წლიდან რუსეთის არმიამ იმდენი უკრაინული მიწა დაიპყრო, რომ მათი საერთო ფართობი აღემატება უნგრეთის და ბულგარეთის ტერიტორიებს.

„დროებით უკონტროლო ტერიტორიები მოიცავს ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკას, დონეცკის, ლუგანსკის, ხარკოვის, ხერსონის, ზაპოროჟიეს ოლქების ნაწილს და ქალაქ სევასტოპოლს,“- წერს Forbes-ი.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს არა მხოლოდ უკრაინის მიწები, არამედ საქართველოს, მოლდოვისა და იაპონიის ნაწილებიც.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა