ხათუნა სამნიძე - ის ომი, რომელიც ქვეყანაშია, ყველას ყურადღების მიღმა რჩება - ეს არის ომი ქალების წინააღმდეგ!

ს ომი, რომელიც ქვეყნაშია მართლა, ყველას ყურადღების მიღმა რჩება - ეს არის ომი ქალების წინააღმდეგ! - ამის შესახებ “რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ომს, რომელსაც “ქართული ოცნება“ დიდი ხანია არავითარ ყურადღებას არ აქცევს, ორი ქალი შეეწირა.

სამნიძის თქმით, ქვეყანას არ აქვს ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმა და არც ქალთა მიმართა ძალადობის წინააღმდეგ მიმართული სამოქმედო გეგმა.

სამნიძის განაცხადებით, ბოლო სტატისტიკით შემცირდა შემაკავებელი ორდერების გაცემის რაოდენობა, ისევ როგორც სასამართლო აუქმებს შემაკავებელ ორდერებს.

“ეს ყველაფერი აისახება იმაზე, რომ ქვეყანამ ნახა უმძიმესი ტრაგედია. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არის მუდმივი ომი, რომელშიც არის ეს ქვეყანა და ეს ომი არ სრულდება. იმის ნაცვლად, რომ „ქართულმა ოცნებამ“, ხელისუფლებამ სპეციალური ზომები მიიღოს, განცხადება მაინც გააკეთონ შესაბამისმა პოლიტიკურმა პირებმა და თანამდებობის პირებმა, მთელი ხელისუფლება გადართულია იმ პროპაგანდაზე, რომ ყველაფერი ამ ქვეყნაში ოპოზიციის ბრალია.

კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო „ქართულ ოცნებას“ - ეს ომი არის მუდმივი, ქალები, ამ ქვეყანაში კვდებიან, ფემიციდთან დაკავშირებით უნდა გქონდეთ პოზიცია და უნდა არსებობდეს ამ ქვეყანაში სპეციალური ზომები“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ პლენარულ სხდომაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო