სერგეი შოიგუ - ვიდრე ყველა ამოცანა არ შესრულდება, რუსეთი უკრაინაში სპეცოპერაციას გააგრძელებს

დასავლეთის მხრიდან რუსეთის მიმართ ზეწოლისა და უკრაინის მიმართ მხარდაჭერის მიუხედავად, რუსეთი უკრაინაში სპეცოპერაციას გააგრძელებს, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის თავდაცვის მინისტრთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„კიევის რეჟიმისთვის დასავლეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი დახმარების აღმოჩენისა და რუსეთზე სანქციების გზით ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ გავაგრძელებთ სპეცოპერაციას მანამ, სანამ ყველა ამოცანა არ შესრულდება“, - აღნიშნა შოიგუმ.

მისი მტკიცებით, რუსეთი მიზანმიმართულად ანელებს უკრაინაში სპეცოპერაციის ტემპს, რათა ევაკუაცია განხორციელდეს და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი თავიდან აიცილოს.

„იმისთვის, რომ მოსახლეობამ დასახლებები დატოვონ, გამოცხადებულია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და იქმნება ჰუმანიტარული დერეფნები“, - განაცხადა შოიგუმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა