დმიტრო კულება - ამერიკიდან უკრაინაში იარაღი მოემართება

ამერიკის შეერთებული შტატებიდან უკრაინაში მძიმე იარაღი მოემართება. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ „ტვიტერზე“ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან საუბრის შემდეგ განაცხადა.

„ვესაუბრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს, რათა მადლობა მეთქვა მათი ურყევი მხარდაჭერისთვის უკრაინის მიმართ. მეტი იარაღი, მათ შორის მძიმე იარაღი მოემართება უკრაინაში, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი აგრძელებს გამანადგურებელ თავდასხმებს დონბასზე“,- განაცხადა კულებამ.

უკრაინის პირველი დიპლომატის განმარტებით, საუბარი ასევე შეეხო უკრაინული ექსპორტის გზებზე ბლოკადის მოხსნისა და გლობალური სურსათის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხს.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა