ალექსეი რეზნიკოვი - „რამშტაინი“ ხდება თავისუფალი მსოფლიოს ნამდვილი კოალიცია უკრაინის მხარდასაჭერად

„რამშტაინი“ ხდება თავისუფალი მსოფლიოს ნამდვილი კოალიცია უკრაინის მხარდასაჭერად , - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა და გუშინ გერმანიაში "რამშტაინის" ბაზაზე თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

მინისტრის განმარტებით, ამ კოალიციაში ჩართული ქვეყნების რაოდენობა იზრდება.

„კონტინენტებს შორის, საიდანაც ეს ქვეყნები არიან წარმოდგენილები, მხოლოდ ანტარქტიდა არ არის“,- განაცხადა რეზნიკოვმა.

რეზნიკოვის განმარტებით, მან და მისმა კოლეგებმა პარტნიორებს ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ აცნობეს და გააცნეს ის ცვლილებები, რომლებიც მათი უკანასკნელი შეხვედრის შემდეგ დაფიქსირდა.

„თუ პირველ შეხვედრაზე საკვანძო სიტყვები იყო „დროულობა“ და „გადასვლა“, ამჯერად დაემატა კიდევ ერთი სიტყვა „კოორდინაცია“. ჩვენი ძალისხმევის კონცენტრირებას იმაზე მოვახდენთ, რომ საერთაშორისო მხარდაჭერამ მაქსიმალური ეფექტი მოგვცეს. გულწრფელი მადლობა გადავუხადე ჩვენი სახელმწიფოს მხარდაჭერისთვის ბევრ კოლეგას, კონკრეტულად ჩემსა და უკრაინის დიდ მეგობარს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრს ბენ უოლესს“,- განაცხადა რეზნიკოვმა.

მინისტრის თქმით, შეხვედრაზე ქვეყნებმა გააჟღერეს უკრაინის დახმარებისა და მხარდაჭერის ახალი საშუალებები, რომლებიც შესაძლოა „თამაშის შემცვლელი“ აღმოჩნდეს ამ ომში.

„იმედი მაქვს, რომ შემდეგ შეხვედრაზე ივნისში კოლეგებს მოვახსენებ იმ იარაღის გამოყენების შედეგებს, რომელზეც საუბარი იყო გუშინდელ შეხვედრაზე. სხვა ყველაფერთან ერთად, უკვე მივიღეთ დასტური ჩვენი სანაპირო თავდაცვის გაძლიერების შესახებ. კონკრეტულად კი საუბარი ეხება Harpoon-ის გემსაწინააღმდეგო რაკეტებს. გამოსავალი მოიძებნა ჩვენი რამდენიმე პარტნიორი ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევის წყალობით. საუბარი იყო სხვა სასიამოვნო სიურპრიზებზეც, რომლებიც გაზრდის უკრაინის არმიის ძალას, ხოლო მტრისთვის უსიამოვნო იქნება”, - განაცხადა რეზნიკოვმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა