გუბერნატორის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა სევეროდონეცკში ​აზოტის ქარხანა დაბომბეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა

გუბერნატორის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა სევეროდონეცკში ​აზოტის ქარხანა დაბომბეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ სევეროდონეცკში აზოტის ქარხანა დაბომბეს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონის გუბერნატორმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთმა მთელი თავისი რესურსი სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის აღებაზე მიმართა, „თუმცა, ბოლო სამი თვის განმავლობაში პროგრესისთვის თითქმის არ მიუღწვია“.

„ისინი აგრძელებენ ქალაქების დაბომბვას, განსაკუთრებით იმ ადგილების, სადაც ხალხი იკრიბება. დღეს დილით რუსებმა კვლავ გაუხსნეს ცეცხლი აზოტის ქარხანას, სადაც, ეს ყველამ იცის, რამდენიმე თავშესაფარი იყო მოწყობილი. შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა“ , - აღნიშნა გაიდაიმ.

ლუგანსკის რეგიონის გუბერნატორის თქმითვე, სევეროდონეცკის ცენტრში, რუსების თავდასხმის შედეგად, ერთი მშვიდობიანი მოქალაქე სასიკვდილოდ დაიჭრა.