დონეცკის რეგიონის თვითგამოცხადებული ლიდერი აცხადებს, რომ რუსული ძალები ლიმანზე კონტროლისთვის იბრძვიან

დონეცკის რეგიონის თვითგამოცხადებული ლიდერი აცხადებს, რომ რუსული ძალები ლიმანზე კონტროლისთვის იბრძვიან

რუსული ძალები ქალაქ ლიმანზე სრული კონტროლისთვის იბრძვიან და მათ უკვე დაიკავეს მისი ნახევარი - ამის შესახებ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დონეცკის სეპარატისტული რეგიონის თვითგამოცხადებულმა ლიდერმა დენის პუშლინმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.

„კრასნი ლიმანიც მალე განთავისუფლებული დასახლება იქნება. შემდეგ სვიატოგორსკს გავათავისუფლებთ და მერე სლავიანსკს“, - აღნიშნა პუშილინმა.

ცნობისთვის, უკრაინის არმიამ დღეს განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტები დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქ სვიტლოდარსკს აკონტროლებენ.