ვოლოდიმირ ზელენსკი - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ომი, მით მეტი იქნება თავისუფლების დაცვის ფასი არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი თავისუფალი სამყაროსთვის

ახლა დონბასში მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ფაქტობრივად, მთელი ძალა, რაც ჯერ კიდევ აქვს რუსულ ჯარს, იქ გადაისროლეს შეტევისთვის. ლიმანი, პოპასნაია, სევეროდონეცკი, სლოვიანსკი - ოკუპანტებს სურთ იქ ყველაფერი გაანადგურონ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ჩანაწერებში გვესმის მათი საუბარი, რომ კარგად იციან, რუსეთისთვის ამ ომს აზრი არ აქვს და სტრატეგიულად მათ არმიას არანაირი შანსი არ აქვს. მაგრამ საჭიროა დრო და ჩვენი ხალხისგან ჯერ კიდევ ბევრი არაჩვეულებრივი მცდელობა, რათა დაარღვიონ მათი უპირატესობა აღჭურვილობისა და იარაღის რაოდენობით,”- აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდება საუკეთესო ინვესტიციაა მსოფლიოში სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

„მადლობელი ვარ უკრაინის ყველა პარტნიორის, ვინც გვეხმარება, მაგრამ ისევ და ისევ ხაზს ვუსვამ: რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ომი, მით მეტი იქნება თავისუფლების დაცვის ფასი არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი თავისუფალი სამყაროსთვის.

ამიტომ, უკრაინისთვის მძიმე იარაღის - MLRS-ის, ტანკების, ხომალდსაწინააღმდეგო და სხვა იარაღის მიწოდება საუკეთესო ინვესტიციაა მსოფლიოში სტაბილურობის შესანარჩუნებლად და მრავალი მძიმე კრიზისის თავიდან ასაცილებლად, რომელსაც რუსეთი გეგმავს,”- აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ომის დაწყების შემდეგ, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა 1 016 დასახლებული პუნქტის დეოკუპაცია შეძლეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა