ლუგანსკის გუბერნატორი - რუსეთის არმიამ სევეროდონეცკის სრული განადგურება გადაწყვიტა - რუსული ძალები შლიან ყველაფერს პირისაგან მიწისა

ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის, სერჰი გაიდაის განცხადებით, რუსული ძალები სევეროდონეცკზე თავდასხმას ავიაციის, რაკეტების, არტილერიისა და ნაღმტყორცნების გამოყენებით ახორციელებენ.

”სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ის მხოლოდ უარესდება, ყველა მიმართულებით სრულმასშტაბიანი შეტევა ხორციელდება”, - აცხადებს გაიდაი „ტელეგრამზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში.

მისი თქმით, ოკუპანტებს სევეროდონეცკის სრული განადგურება აქვთ გადაწყვეტილი.

„რუსეთის არმიამ გადაწყვიტა სევეროდონეცკის სრული განადგურება. ისინი უბრალოდ შლიან სევეროდონეცკს პირისაგან მიწისა“, - აცხადებს გაიდაი.

მისი თქმით, რუსეთმა ლუგანსკის ოლქის დასაპყრობად ათასობით ჯარისკაცი გაგზავნა და ოკუპანტები სევეროდონეცკს იმდენად ინტენსიურად ბომბავენ, რომ მოსახლეობისთვის მისი დატოვება უკვე გვიანაა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა