ბრიტანეთის დაზვერვა - რუსეთის საზღვაო ბლოკადა კიდევ უფრო გაზრდის ფასს ბევრ ძირითად პროდუქტზე

ომის დაწყების შემდეგ ოდესაში ან მის გარეთ არ განხორციელებულა მნიშვნელოვანი სავაჭრო საზღვაო გადაზიდვის აქტივობა. რუსეთის მიერ შავი ზღვის საკვანძო პორტების ბლოკადამ შეაჩერა კომერციული გემების ინდუსტრიის ოპერირება ამ ტერიტორიაზე, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განახლებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე განმარტებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინა სახმელეთო ექსპორტის მექანიზმებით ჩაანაცვლებს ექსპორტის მოცულობას, რაც მანამდე საზღვაო გადაზიდვების გზით ხორციელდებოდა.

„უკრაინული მარცვლეულის მნიშვნელოვანი მარაგი რჩება საწყობში, რომლის ექსპორტი შეუძლებელია. საომარმა მოქმედებებმა უკვე მოახდინა არაპირდაპირი ზეწოლა მარცვლეულის გლობალურ ფასებზე. იმის გამო, რომ რუსეთის საზღვაო ბლოკადის საფრთხე კვლავ აფერხებს კომერციული გემების წვდომას უკრაინის პორტებზე, შედეგად გამოწვეული მიწოდების დეფიციტი კიდევ უფრო გაზრდის ფასს ბევრ ძირითად პროდუქტზე“, - აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს