რუსულმა ძალებმა სუმის რეგიონში კრასნოპილიას დასახლებაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს

სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დმიტრო ჟივიცკის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა სუმის რეგიონში კრასნოპილიას დასახლებაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგად სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ღამით, დაახლოებით 01:00 საათზე, მტერმა რუსეთის ტერიტორიიდან კრასნოპილიას რაკეტები ესროლა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჟივიცკიმ აღნიშნა, რომ დასახლებაში დაახლოებით 20 სახლი და ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა. მისი თქმით, სოფლის მოსახლეობის ნახევარი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად მსხვერპლი არ არის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა