დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა

კრამატორსკის მერის, ალექსანდრე გონჩარენკოს ინფორმაციით, რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკის საცხოვრებელ უბნებსა და კერძო შენობებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„შემაშფოთებელი ღამე კრამატორსკში, საჰაერო თავდასხმა საცხოვრებელ უბნებსა და კერძო სახლებზე. მსხვერპლი არ არის“, - წერს გონჩარენკო.

გონჩარენკომ მცხოვრებლებს მოუწოდა, რომელთაც ქალაქი დატოვეს და უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან, ახლა კრამატორსკში არ დაბრუნდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსული ქვედანაყოფები ამჟამად სლოვიანსკის მიმართულებით შეტევის განახლებისთვის ემზადებიან. მედიის ინფორმაციით, კრამატორსკი სლოვიანსკიდან 18 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს და საფრთხის ქვეშ არის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა