ლიეტუვა უკრაინაში 20 ერთეულ M113 ჯავშანტრანსპორტიორსა და 15,5 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო სატვირთოსა და გამნაღმველ მანქანებს გაგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
„ჩვენი და მოკავშირეების კოორდინირებული დახმარება უკრაინის გამარჯვებისთვის გადამწყვეტი ფაქტორია”, - აღნიშნა განცხადებაში ლიეტუვას თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა.
უწყების თქმით, აღნიშნულ შეთავაზებამდე, ლიეტუვამ უკრაინას 100 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია.