The Guardian - „აზოვის“ ბატალიონის მეთაურმა დენის პროკოპენკომ, რომელმაც მეუღლესთან დაკავშირება შეძლო, განაცხადა, რომ კარგად არის

„აზოვის“ ბატალიონის მეთაურის დენის პროკოპენკოს მეუღლის განცხადებით, „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნის სამთვიანი ალყის შემდეგ რუსული ძალების მიერ დატყვევებული უკრაინელი ჯარისკაცები „დამაკმაყოფილებელ“ პირობებში იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, „აზოვის“ ბატალიონის მეთაურმა დენის პროკოპენკომ შეძლო მეუღლესთან დარეკვა, რომელსაც უთხრა, რომ პატიმრებზე ძალადობა არ განხორციელებულა.

„მან თქვა, რომ „კარგად“ იყო და მკითხა, როგორ ვიყავი. მე სხვა წყაროებიდან გავიგე, რომ პირობები მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია. იკვებებიან, წყალს აძლევენ და მათზე ძალადობა ამ მოკლე პერიოდში არ ყოფილა. რა იქნება შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ამ დროისთვის არის მესამე მხარე - გაერო და „წითელი ჯვარი“, რომელიც სიტუაციას აკონტროლებენ“, - განუცხადა კატერინა პროკოპენკომ „გარდიანს“.

შეგახსენებთ, გასულ კვირას, სულ მცირე 1000 უკრაინელი მებრძოლი, მათ შორის, „აზოვის“ ბატალიონის მებრძოლები რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანეს მაშინ, როდესაც რუსულმა ძალებმა მარიუპოლზე სრული კონტროლი დაამყარეს.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს