ანა დოლიძე - 21 საუკუნის ქართული სახელმწიფოს ეროვნული იდეა არის ევროკავშირში გაერთიანება - ამ საკითხის გარშემო დაყოფა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება

21 საუკუნის ქართული სახელმწიფოს ეროვნული იდეა არის ევროკავშირში გაერთიანება. ეს არის ერთადერთი იდეა, რომელიც მოითხოვს ერთობას. ამ საკითხის გარშემო დაყოფა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება “, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ის ძალიან უკმაყოფილოა იმ დონით, რა დონითაც ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე დისკუსია მიდის.

„ჭორაობის ნაცვლად, ჩვენ გვჭირდება იურისტთა და რეფორმატორების მობილიზება, რათა მათ დღე და ღამე იმუშაონ ამ ურთულეს პროცესზე, რომელიც არის ევროკავშირში გაწევრიანება. გეოპოლიტიკური პროცესიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს უდიდესი შანსი, რომ იმ სამ კოპენჰაგენის კრიტერიუმს, რომელსაც უნდა ვაკმაყოფილებდეთ, ჩვენს შემთხვევაში ევროკავშირმა შეხედოს შეღავათიანად და არა ისე, როგორც ამას იზამდა სხვა სახელმწიფოს შემთხვევაში. ამ სამი კრიტერიუმიდან ერთ-ერთია საბაზრო ეკონომიკა, შემდეგ მყარი დემოკრატია და კანონის უზენაესობა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ კრიტერიუმებიდან სათანადოდ ვერცერთს ვაკმაყოფილებთ. სწორედ ამისთვის არის საჭირო მობილიზება და ამ საკითხებზე მუშაობა.

რა სახელმწიფოში ვცხოვრობთ ჩვენ? ერთი ხელით ღარიბაშვილი წავიდა ბრიუსელში, ხოლო მეორე ხელით კობახიძემ გააკრიტიკა ევროპარლამენტარები. შთაბეჭდილება რჩება, რომ ამას სპეციალურად აკეთებენ ხელის შესაშლელად. მათი მართვის სტილი არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ საქართველოში არაფერი გაკეთდეს და ნარჩუნდებოდეს მხოლოდ მათი ძალაუფლება. ჩვენს წინაშე არის უსერიოზულესი გამოწვევა. ჩვენ გვაქვს რესურსი და მე პირადად შემიძლია მობილიზება ჩემს კოლეგებთან ერთად, რის შედეგადაც ერთად შევძლებთ ამ საკითხზე მუშაობას. აუცილებლად უნდა ვეცადოთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ აგვიყოლოს ჭორაობაში. ჩვენ გვაქვს გზა, რომელსაც უნდა დავადგეთ იმისათვის, რომ საბოლოოდ მივიღოთ შედეგი, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება ჰქვია“, - განაცხადა ანა დოლიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს