უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთი სევეროდონეცკის ალყაში მოქცევას ცდილობს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთი სევეროდონეცკის ალყაში მოქცევასა და მთავარი მომარაგების გზის გადაკეტვას ცდილობს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

პრესსპიკერის თქმით, რუსული ძალები ცდილობენ, მოიცვან ქალაქი, რომელიც დონბასის რეგიონში ინტენსიური ბრძოლების ფოკუსად იქცა.

მისივე თქმით, ისინი ასევე ლისიჩანსკის ალყაში მოქცევას ცდილობენ.

„ბრძოლა გზისთვის (სევეროდონეცკისკენ) გრძელდება. სევეროდონეცკის მთავარი გზა უკრაინელების კონტროლის ქვეშ რჩება. თუ სევეროდონეცკის გზაზე კონტროლს დავკარგავთ, უკრაინელი დანაყოფების მომარაგებისთვის ალტერნატიული გზები არსებობს. ადრე თუ გვიან, უკრაინა მასშტაბურ კონტრშეტევებს მოაწყობს“, - განაცხადა სპიკერმა.

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ტერიტორია ნაღმმტყორცნებით მუდმივი დაბომბვების ქვეშ იყო, რის შედეგად, განადგურდა სახლები, მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა და მათი ქალაქიდან გაქცევის უკანასკნელ მარშრუტს საფრთხე დაემუქრა.

გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს