„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილის მონაწილეობით საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილის მონაწილეობით სასწავლო დაწესებულებებში მედიაციის, როგორც სასწავლო დისციპლინის დანერგვასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია» ავრცელებს.

„მადიატორთა ასოციაციის’ ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ტალიაშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი.

„დღეს მინისტრის პირველ მოადგილესთან ერთად, შევხვდით მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარეს ირაკლი ყანდაშვილს და განვიხილეთ ახალი ინსტიტუციის - დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის სწავლების დანერგვის საკითხი სკოლებში სამოქალაქო განათლების ფარგლებში, ვინაიდან ეს არის მნიშვნელოვანი მოქალაქეობრივი უფლება და ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა ბავშვებმა ადრეული ასაკიდან იცოდნენ ამ ინსტიტუციის მნიშვნელობა“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა შეხვედრის შემდეგ.

როგორც ირაკლი ყანდაშვილმა აღნიშნა, მედიაცია დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმია, რომელიც კონფლიქტის მხარეებს საშუალებას აძლევს ურთიერთშეთანხმებით დაასრულონ დავა და შეთანხმება იყოს მათ ინტერესზე მორგებული.

პროფესიონალი მედიატორები სწორედ ამაში ეხმარებიან დავის მხარეებს და მნიშვნელოვანია, რომ ამ ინსტიტუციას ადრეული ასაკიდანვე ეცნობოდნენ ჩვენი მოქალაქეები.

„შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია მედიაციის, როგორც დისციპლინის სწავლება საშუალო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, რათა ჩვენ მივიღოთ მოქალაქე, რომელმაც ჯერ კიდევ სასწავლო მერხიდან იცის დავის გადაწყვეტის აღნიშნული მექანიზმის თაობაზე. ამით ჩვენ მოვახდენთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას გამომდინარე იქიდან, რომ მომავალ მოქალაქეებს ეცოდინებათ დავის წარმოშობამდე თუ როგორ უნდა მართონ მათი კონფლიქტი. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული მიმართულების სწავლება საშუალო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში“, - განაცხადა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ.

შეხვედრის დასასრულს დაისახა გეგმები იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება მოხდეს აღნიშნული დისციპლინის ინტეგრირება სასწავლო კომპონენტად.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება