უკრაინა აცხადებს, რომ მოსკოვის გეგმა, ოკუპირებულ ზაპოროჟიესა და ხერსონში მცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების გამარტივების თაობაზე კიდევ ერთი მტკიცებულებაა "კრიმინალური ომის მიზნების შესახებ“

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალური მოსკოვის გეგმას გამოეხმაურა, რის მიხედვითაც რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიესა და ხერსონში მცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების პროცესი გამარტივდება.
უკრაინის საგარეო უწყება აღნიშნულს საერთაშორისო სამართლის დარღვევად აფასებს და აღნიშნავს, რომ „ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა კრემლის კრიმინალური ომის მიზნების შესახებ.“
„პასპორტების უკანონო გაცემა არის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევა” , - ნათქვამია განცხადებაში.

























