ოკუპანტებმა ლისიჩანსკზე თავდასხმა განახორციელეს, დაიღუპა სამი ადამიანი

ოკუპანტებმა ლისიჩანსკზე თავდასხმა განახორციელეს, დაიღუპა სამი ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა ლისიჩანსკზე ძლიერი და ხანგრძლივი საარტილერიო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა,- უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი გაიდაი „ტელეგრამზე“ წერს.

„მტერი უსტინოვკას მახლობლად ჩვენს თავდაცვაზე შტურმს ცდილობდა და ამავდროულად არტილერიით გაანადგურა ეს სოფელი და ახლომდებარე ქალაქი ლისიჩანსკი. შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა უსტინოვკაში, ერთი კი - ლისიჩანსკში“, - წერს გაიდაი.

მისი თქმით, დანგრეულია 11 მაღალსართულიანი კორპუსი სევეროდონეცკში, 8 მაღალსართულიანი შენობა და კერძო სახლი, ასევე კულტურული ცენტრის შენობა ლისიჩანსკში. სახლები დანგრეულია პრივოლიეში, ნოვოდრუჟესკსა და გორნიშიც.