ბრიტანეთის დაზვერვა - რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალები ჩართული იყო რამდენიმე ოპერაციაში, რასაც მნიშვნელოვანი ტაქტიკური წარუმატებლობა მოჰყვა

რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალებმა ომის დაწყების შემდეგ მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განახლებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, 45 000 კაციანი საჰაერო სადესანტო ძალები ჩართული იყო რამდენიმე ოპერაციაში, რომელსაც მნიშვნელოვანი ტაქტიკური წარუმატებლობა მოჰყვა.

„ეს მოიცავს მარტში გოსტომელის აეროდრომის გავლით კიევისკენ წინსვლის მცდელობას, აპრილის შემდეგ იზიუმის ღერძზე შეჩერებულ პროგრესს და მდინარე სივერსკი დონეცის გადალახვის წარუმატებელ მცდელობას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„საჰაერო სადესანტო ძალები გამოიყენეს მისიებში, რომლებიც უფრო შესაფერისი იყო ჯავშანსატანკო ქვედანაყოფისთვის და მძიმე დანაკარგები განიცადეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ საჰაერო სადესანტო ძალების არასწორად გამოყენება არის რუსეთის თავდაცვის ძალების გაუწონასწორებელი მდგომარეობის სიმბოლო მიუხედავად იმ ინვესტიციებისა, რასაც რუსეთი ბოლო 15 წლის განმავლობაში ახორციელებს.

„საჰაერო სადესანტო ძალების არასწორად გამოყენება ხაზს უსვამს იმას, თუ როგორი დაუბალანსებელი ძალა გამოიწვია პუტინის მნიშვნელოვანმა ინვესტიციებმა შეიარაღებულ ძალებში ბოლო 15 წლის განმავლობაში,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო