იენს სტოლტენბერგი ნატოს ახალ სტრატეგიაზე - მასში რუსეთი აღარ არის სტრატეგიულ პარტნიორად მოხსენიებული

იენს სტოლტენბერგი ნატოს ახალ სტრატეგიაზე - მასში რუსეთი აღარ არის სტრატეგიულ პარტნიორად მოხსენიებული

ნატო-ს ახალ სტრატეგიულ დოკუმენტში რუსეთი უკვე აღარ იწოდება სტრატეგიულ პარტნიორად მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეიჭრა. ამის შესახებ ბერძნულ მედიასთან ინტერვიუში ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

სტოლტენბერგმა იმ ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე ისაუბრა, რომლის მიღებაც ივნისში, მადრიდის სამიტზე იგეგმება.

„ნატო-ს სტრატეგიული კონცეფცია ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც მხოლოდ ჩვენ სადამფუძნებლო შეთანხმებას ჩამორჩება. უკანასკნელი სტრატეგიული კონცეფცია 2010 წელს შეთანხმდა. მას შემდეგ, მსოფლიო რადიკალურად შეიცვალა და ეს უნდა ასახულიყო ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში. მასში რუსეთი უკვე აღარ იწოდება სტრატეგიულ პარტნიორად მას შემდეგ, რაც ის უკრაინაში შეიჭრა. ჩვენ ვამბობთ, რომ ევროატლანტიკურ რეგიონში მეფობს მშვიდობა, მაგრამ ახლა ევროპაში მიმდინარეობს ისეთი მასშტაბის ომი, რომელიც არ გვინახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მანვე აღნიშნა, რომ ამ სტრატეგიულ კონცეფციაში ჩინეთის შესახებ არცერთი სიტყვა არ არის ნათქვამი და აღნიშნა, რომ გამოწვევები მნიშვნელოვანია ალიანსის უსაფრთხოებისთვის.

„იმისთვის, რომ დავრჩეთ ყველაზე წარმატებულ ალიანსად ისტორიაში, უნდა განვაგრძოთ ადაპტაცია, რადგან ნატოს წარმატება დაფუძნებულია მის შესაძლებლობებზე - შეიცვალოს ცვალებად სამყაროში. ამგვარად, სტრატეგიული კონცეფცია შეიცავს გზავნილს ჩვენი სამხედრო პოზიციის გაძლიერებაზე გაცილებით აგრესიული რუსეთის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ის, ასევე, შეეხება საფრთხეებს, რომელიც სამხრეთის ყველა მხრიდან მომდინარეობს, ასევე ტერორიზმის, კიბერსივრცის, კლიმატის ცვლილების გავლენის მხრივ უსაფრთხოებას და სხვა საკითხებს“ , - აღნიშნა ნატო-ს გენმდივანმა.