დნეპროპეტროვსკზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, მაშველები ნანგრევების ქვეშ ადამიანებს ეძებენ

რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქზე რამდენიმე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. თავდასხმას სერიოზული ნგრევა მოჰყვა, - ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვალენტინ რეზნიჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სერიოზული ნგრევა გვაქვს. მაშველები ნანგრევებს ასუფთავებენ და ადამიანებს ეძებენ", - აცხადებს ვალენტინ რეზნიჩენკო.
ამასთან, დნეპროპეტროვსკის საოლქო საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკოლაი ლუკაშუკმა განაცხადა, რომ ოკუპანტებმა დნეპროს რაიონი დაბომბეს.
მისივე თქმით, ზუსტდება ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის მასშტაბების შესახებ.

























