ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზღვის აკვატორიაში ოკუპანტებმა დაახლოებით 600 ჭურვი განათავსეს

ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზღვის აკვატორიაში ოკუპანტებმა დაახლოებით 600 ჭურვი განათავსეს

უკრაინის ზღვის აკვატორიაში ოკუპანტებმა დაახლოებით 600 ჭურვი განათავსეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის რაიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პრესმდივანი სერგეი ბრატჩუკი „ტელეგრამის“ გვერდზე ავრცელებს.

მისი მონაცემებით, რუსეთმა უშუალოდ უკრაინის საზღვაო ზონა დანაღმა, თუმცა ჭურვები ხშირად ეხსნება ღუზებიდან, განსაკუთრებით შტორმის დროს. ისინი ახლა უკარაინის გარდა თურქეთსა და ბულგარეთის სანაპიროებთანაც არის.

ამასთან, როგორც სერგეი ბრატჩუკი აღნიშნავს, ჰუმანიტარული დერეფნების შესახებ განცხადებებით რუსეთის ფედერაცია საკუთარი თავისთვის „საინფორმაციო ალიბს იქმნის“, რათა სასურსათო კრიზისის შექმნაში უკრაინა დაადანაშაულოს.

მისივე თქმით, ოკუპანტები ასევე მიზნად ისახავენ მთელი რიგი პროვოკაციების განხორციელებას, რათა უკრაინა სხვა ქვეყნების თვალში „გააშაონ“.

„თუმცა სწორედ რუსეთია სასურსათო კრიზისის შემქმნელი ქვეყანა, რომელიც ახლა მთელ მსოფლიოს ემუქრება“,- განაცხადა ბრატჩუკმა.