ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიო პოლიტიკოსები რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობისთვის ემზადებიან

რუსი სახელმწიფო პროპაგანდისტები ღიად იმუქრებიან ბირთვულ იარაღით. მსოფლიო პოლიტიკოსები რუსეთის მიერ ეგრეთ წოდებული ტაქტიკური ბირთვული იარაღის ან ქიმიური, ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობისთვის ემზადებიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინდონეზიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„რას ნიშნავს ეს მსოფლიოსთვის? უპირველეს ყოვლისა, ამან შეიძლება გამოიწვიოს მასობრივი განადგურების იარაღისადმი სხვადასხვა სახელმწიფოს დამოკიდებულების შეცვლა. თუ რუსეთს დაუსჯელად მიეცემა ბირთვული შანტაჟის ნება, მსოფლიოს სხვადასხვა ძალებს შესაძლოა ლოგიკური მოეჩვენოთ,“- აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინამ უდიდესი წვლილი შეიტანა ბირთვულ განიარაღებაში საკუთარი, სიდიდით მესამე, ბირთვული არსენალის დათმობით.
„ეს მოხდა 1990-იან წლებში. ახლა რუსეთი, ჩვენი სახელმწიფოს მიერ ბირთვულ სტატუსზე უარის თქმის შემდეგ, აწარმოებს აგრესიისა და ომს ჩვენს წინააღმდეგ და ამავე დროს იმუქრება ბირთვული იარაღით,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

























