რომან გოცირიძე მთავრობის და უმრავლესობის წევრებს - 20 მლნ ლარით, რომელიც თქვენ დაკარგეთ, 20 ნობელის პრემიის ლაურეატს დავიქირავებდი და მთავრობას დავნიშნავდი, თქვენ კი დაგნიშნავდით ქაღალდების მიმტან-მომტანებად

20 მილიონი ლარით, რომელიც თქვენ დაკარგეთ, 20 ნობელის პრემიის ლაურეატს დავიქირავებდი და მთავრობას დავნიშნავდი ნობელის პრემიის ლაურეატებით, თქვენ კი დაგნიშნავდით თანაშემწეებად, ოღონდ მრჩევლებად კი არა, ქაღალდების მიმტან-მომტანებად, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის და უმრავლესობის წარმომადგენლებს.

სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს უსმენენ, გოცირიძემ, მისივე შეფასებით, „მთავრობის მავნებლობები“ ჩამოთვალა და აღნიშნა, რომ ქვეყანამ ასეულობით მილიონი ლარი მხოლოდ ჯარიმებში და საერთაშორისო არბიტრაჟში წარმართულ დავებში დახარჯა.

„დღევანდელი ჩემი გამოსვლა მინდა მივუძღვნა ამ ხელისუფლების მავნებლობებს. ახლა შეგახედებთ რა ხელისუფლება ხართ და როგორ ვნებთ ხალხს. ამიტომ პირობითი სათაური იყოს ასეთი - „უნიათობიდან მავნებლობამდე და მავნებლობიდან დანაშაულამდე“. დაახლოებით, ერთი წელი მოვტყუვდით, უნიათოები რომ გვეგონეთ. მერე ძალიან ბევრი მავნებლობები ჩაიდინეთ, ახლა პირდაპირ დამნაშავეები ხართ. პირველ რიგში, აღმასრულებელ ხელისუფლებას ვგულისხმობ, თუმცა, მათ ქმედებებს პარლამენტი ამტკიცებს და ამართლებს. ასობით მილიონი ლარი იკარგება, რომელიც შეიძლებოდა მოხმარებოდა პენსიონერებს, განათლებას და თავდაცვას. შეცდით, ვერავითარი „სატოპკეები“ ვერ აუწიეთ ეკონომიკის მინისტრს. ყველა პასუხი იყო არადამაჯერებელი და არადამარწმუნებელი, რადგან ეკონომიკის მინისტრი გყავთ მოყვანილი ამ სამინისტროს მავნებლობებით დავიწყებ - მიზნობრივი საინვესტიციო სესხები აიღო მთავრობამ და 2021 წელს 12 სხვადასხვა პროექტიდან ქვეყანამ იზარალა 5,8 მილიონი ლარი. რა არის ეს? ეს არის თავმოუბმელობა? - არა, ეს დანაშაულია და იკვეთება კორუფციის ნიშნებიც! 2020 წელს 9,6 მილიონით დაგვაჯარიმეს სესხის აუთვისებლობის გამო, 2019 წელს - 4,8 მილიონით. მხოლოდ 3 წლის განმავლობაში 20,8 მილიონი ლარის ჯარიმა გადაგვახდევინეს კრედიტორებმა იმის გამო, რომ სესხი აიღეთ და არაფერი გააკეთეთ“, - განაცხადა გოცირიძემ.

ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ინტერნეტიზაციის პროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2,1 მილიონი ლარი უნდა ათვისებულიყო შარშან, თუმცა 187 ათასი ლარია ათვისებული, ჯარიმა კი 325 ათასი ლარი იყო. გარდა ამისა, გოცირიძის ინფორმაციით, 2016 წლიდან 2020 წლამდე არბიტრაჟის დავებში მხოლოდ ადვოკატების მომსახურებისთვის ქვეყანამ 92 მილიონი ლარი დახარჯა. გოცირიძის თქმითვე, მხოლოდ შარშან ადვოკატების მომსახურებისთვის 78 მილიონი დაიხარჯა. 2016-2021 წელს კი -170 მილიონი ლარი.

„ვინმე დასჯილხართ? რა კონტრაქტებს აფორმებთ?“ - მიმართა რომან გოცირიძემ უმრავლესობას.

ამასთან, დეპუტატმა ისაუბრა დიდი ჰესების მშენებლობის საკითხზე და აღნიშნა, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობა „მავნებლებმა და მოღალატეებმა გააჩერეს“.

„თქვენ სამი მილიარდის ინვესტიციას გააკეთებთ „ნამახვანში?! ჯვარი ვერ მოგიხსნიათ. მოხსენით ის ჯვარი, პარლამენტის წინ რომ დგას!“- განაცხადა გოცირიძემ და დასძინა, რომ „სანამ „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში, ქვეყანას მომავალი არ აქვს“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა