ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ ოკუპანტებს ჰგონიათ, რომ ლიმანი ან სევეროდონეცკი მათი იქნება, ცდებიან, დონბასი უკრაინული იქნება, რადგან ეს ჩვენ ვართ - უკრაინის დროშების ალტერნატივა იქ არ არის და არ იქნება

თუ ოკუპანტებს ჰგონიათ, რომ ლიმანი ან სევეროდონეცკი მათი იქნება, ცდებიან. დონბასი უკრაინული იქნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხდა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მიუხედავად რუსეთის მიერ ნგრევისა, უკრაინას მაინც აღადგენენ.

"როგორც მოსალოდნელი იყო, სიტუაცია ძალიან მძიმეა. ოკუპანტები ცდილობენ მიაღწიონ იმ მიზნებს, რასაც 24 თებერვლის შემდეგ, პირველ დღეებში ელოდნენ, ამიტომ მათ დონბასში მაქსიმალური არტილერიის კონცენტრირება მოახდინეს, არის სარაკეტო და საჰაერო თავდასხმები. ჩვენ ვიცავთ ჩვენს მიწას ისე, როგორც ჩვენი დღევანდელი თავდაცვის რესურსები იძლევა ამის საშუალებას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ის გაიზარდოს და ჩვენ გავზრდით მას. თუ ოკუპანტებს ჰგონიათ, რომ ლიმანი ან სევეროდონეცკი მათი იქნება, ცდებიან. დონბასი უკრაინული იქნება, რადგან ეს ჩვენ ვართ, ეს არის ჩვენი არსი და მაშინაც კი, თუ რუსეთი ყველგან ნგრევას და ტანჯვას მოიტანს, ჩვენ ყველა ქალაქსა და დასახლებას მაინც აღვადგენთ. ჩვენი უკრაინის დროშების ალტერნატივა იქ არ არის და არ იქნება", - განაცხადა ზელენსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო