პენტაგონმა Stinger-ის საზენიტო რაკეტების შეძენაზე 624 მილიონ დოლარიანი კონტრაქტი გააფორმა

პენტაგონმა Stinger-ის საზენიტო რაკეტების შეძენაზე 624 მილიონ დოლარიანი კონტრაქტი გააფორმა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ თავდაცვის წამყვან კონტრაქტორთან Raytheon 624 მილიონიდოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა.

ვაშინგტონი Raytheon-ისგან Stinger-ის საზენიტო რაკეტების შეძენასა და არსენალის შევსებას გეგმავს, რადგან მათი დიდი ნაწილი უკრაინისთვის იქნა გადაცემული.

ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას Stinger-ის 1400-ზე მეტი სისტემა მიაწოდა, მათ შორის რაკეტები და გამშვები დანადგარები.