დმიტრო კულებას განცხადებით, სასურსათო კრიზისის ერთადერთი მიზეზი რუსი სამხედროების მიერ უკრაინული პორტების ბლოკირებაა

სასურსათო კრიზისის ერთადერთი მიზეზი რუსი სამხედროების მიერ უკრაინული პორტების ბლოკირებაა. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ აღნიშნა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არავითარი კავშირი არ აქვს განვითარებად გლობალურ სასურსათო კრიზისთან.
„ერთადერთი მიზეზი დეფიციტის, ფასების ზრდის, შიმშილის საფრთხის არის ის, რომ რუსი სამხედროები ფიზიკურად ბლოკავენ 22 მილიონ ტონა უკრაინული სურსათის ექსპორტს, ჩვენს საზღვაო პორტებში“,- განაცხადა კულებამ.
მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ აუცილებელია მოსკოვს მოსთხოვონ პორტებზე ბლოკადის მოხსნა.

























