ხვალ აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველო მრჩეველთა საბჭოს მორიგ შეხვედრას 30 მაისს გამართავს.

როგორც უნივერსიტეტის ინფორმაციაშია აღნიშნული, მრჩეველთა საბჭო ემსახურება უნივერსიტეტსა და კერძო და საჯარო სექტორს შორის კავშირების გამყარებას და ერთობლივი პროექტების ხელშეწყობას. საბჭოს წევრები არიან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანები, კერძო და საჯარო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, პარტნიორი უნივერსიტეტების რექტორები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და უნივერსიტეტის დონორი ორგანიზაციები.

შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ მიმდინარე მიღწევებს, კურსდამთავრებულთა წარმატებული დასაქმების საკითხებს და კერძო სექტორთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს, სდსუ საქართველოს პროექტის მდგრადობის უზრუნველსაყოფად. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება სდსუ საქართველოს სტუდენტების საუკეთესო ქეფსთოუნ (საკურსო) პროექტები, რომელიც ინდუსტრიასთან თანამშრომლობით შეიქმნა. აგრეთვე, შეხვედრის მონაწილეები მოისმენენ უნივერსიტეტის კარიერისა და დასაქმების მიმართულების პრეზენტაცია.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) SDSU, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში 2015 წლიდან საქმიანობს და ქართველ ახალგაზრდებს საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებს სთავაზობს.

"პროექტის მთავარი მიზანია საქართველოში მაღალკვალიფიციური სტემ კადრების მომზადება. სდსუ საქართველოს პროგრამებს უკვე ჰყავს 410 კურსდამთავრებული, რომელებსაც უდიდესი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების ნაწილი დასაქმებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ნაწილი სწორედ სტუდენტობის პერიოდიდან გადის სტაჟირებას, ან მუშაობს ამაზონის, FB-სა და სხვა წამყვანი კომპანიებში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კურსდამთავრებულთა უმეტესობა, რომლებსაც უკვე მოპოვებული აქვთ სამაგისტრო, თუ სადოქტორო დაფინანსება, სწავლის შემდეგ საქართველოში აპირებენ საქმიანობის გაგრძელებას. მათი 71% ამჟამად საქართველოში მუშაობს, რაც ხაზს უსვამს SDSU-ის მისიის წარმატებას, გააფართოვოს ადამიანური კაპიტალის რესურსი საქართველოში, ვინაიდან კურსდამთავრებულები უკვე მოახმარენ თავიანთ უნარებსა და გამოცდილებას საქართველოს ეკონომიკის განვითარებას. გამოკითხულ სტუდენტთა 87%-მა განაცხადა, რომ საქართველოში დარჩა. გამოკითხულთა 75%-მა უპასუხა, რომ ამჟამად დასაქმებულია, ხოლო 25%-მა განაცხადა, რომ ამჟამად სწავლობს სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამებზე.

ბოლო კვლევის საფუძველზე, კი გამოიკვეთა, რომ გაიზარდა სტუდენტების რაოდენობა, რომლის ძირითადი მიზანი სწავლის დამთავრების შემდეგ არის საქართველოში დარჩენა და ჩვენი ქვეყნის ტოპ კომპანიებში მუშაობა. კითხვაზე, თუ რა არის თქვენი მთავარი მიზანი სკოლის დამთავრების შემდეგ-SDSU Georgia-ს სტუდენტების 33%-მა უპასუხა, რომ სურს კარიერის გაგრძელება საქართველოს ტოპ კომპანიებში, ხოლო 10%-მა უპასუხა, რომ მათი მიზანი საქართველოში საკუთარი კომპანიის ფლობაა.

მნიშვნელოვანია ქალების ჩართულობაც STEM დარგებში. უნივერსიტეტის პროგრამებზე, 2015-2019 წლებში ჩაირიცხა 780 სტუდენტი. აქედან, 35% - ქალი. მნიშვნელოვანია, რომ აკადემიური მიღწევების კუთხით, ქალ სტუდენტებს მნიშვნელოვნად მაღალი შედეგები აქვთ (საშუალო ჯიპიეი). აგრეთვე, სტუდენტების მიღების პროცესში, ქალი აპლიკანტები საშუალოდ მეტად კომპეტენტურად ასრულებდნენ მისაღებ მოთხოვნებს (ეროვნული გამოცდები, ენობრივი და ტექნიკური უნარები).

წელს კურსდამთავრებულთა 41.5% ქალია. მათგან უმეტესობას უკვე არაერთი წარმატება აქვს თავის სფეროში და დასაქმებულია. აგრეთვე, ქიმიის პროგრამის სტუდენტთა - 66%, სამშენებლო და სამოქალაქო ინჟინერიის - 40% და კომპიუტერული ინჟინერიის სტუდენტთა 35% ქალია.

2022 წელს, სდსუ საქართველოს კურსდამთავრებულთა შორის 6 სტუდენტი სწავლას ამთავრებს სრულყოფილი, 4.0 ჯიპიეით. აღნიშნული 6 სტუდენტიდან 4 ქალია.

2021-2022 სასწავლო წლის ასოცირებული სტუდენტების (არჩეული სტუდენტური თვითმმართველობა) დირექტორთა საბჭო შედგება 10 წევრისგან, რომელთაგან 7 ქალია. პრეზიდენტისა და ვიცე პრეზიდენტის პოზიციებსაც ქალები იკავებენ.

2022 წელს არჩეულო ალუმნაი ასოციაციის ბორდს ორი თანა-პრეზიდენტი ჰყავს - ორივე ქალი", - აღნიშნულია ინფორმაცაიში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა