ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა დაკარგა მომავალი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინისთვის ბრძოლა არა მხოლოდ წააგო, მან თავისუფალ სამყაროსთან კავშირიც დაკარგა.

"ხარკოვმა ოკუპანტებისგან საშინელი დარტყმა განიცადა. რუსეთმა უკვე წააგო არა მხოლოდ ხარკოვისთვის ბრძოლა, არა მხოლოდ კიევისთვის და ჩვენი ქვეყნის ჩრდილოეთისთვის ბრძოლა, მან დაკარგა საკუთარი მომავალი და ყოველგვარი კულტურული კავშირი თავისუფალ სამყაროსთან", - განაცხადა ზელენსკიმ

ამასთან, ზელენსკიმ შეაქო ხარკოვის ხელისუფლება, მაგრამ განაცხადა: "სამწუხაროდ, უსაფრთხოების სამსახურის ადგილობრივ ხელმძღვანელობაზე იგივეს ვერ ვიტყვი".

მისივე თქმით, მან თანამდებობიდან რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გაათავისუფლა, რომელიც "სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველი დღეებიდან ქალაქის დასაცავად არ მუშაობდა და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა".

ზელენსკის თქმით, "ხარკოვის ოლქის მესამედი კვლავ ოკუპაციის ქვეშაა". მისი თქმით, ისინი მთელი ტერიტორიის დეოკუპაციას მოახდენენ.

რაც შეეხება ბრძოლებს დონბასში, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სევეროდონეცკში საცხოვრებელი სახლების 90% დაზიანდა.

"საოკუპაციო კონტიგენტისთვის სევეროდონეცკის აღება ფუნდამენტური ამოცანაა და მათ არ აინტერესებთ, რამდენი ადამიანის სიცოცხლის ფასად მოხდება რუსეთის დროშის აღმართვის მცდელობა", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს