უკრაინელმა სამხედროებმა კრივი-რიჰის სამხრეთით წარმატებული კონტრშეტევა განახოციელეს - განადგურებულია 63 ოკუპანტი

უკრაინულმა ძალებმა კრივი- რიჰის სამხრეთით წარმატებული კონტრშეტევა განახოციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია კრივი- რიჰის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრ ვილკულზე დაყრდნობით ავრცელებს.

„გაანადგურეს 63 დამპყრობელი და მტრის 19 ერთეული ტექნიკა, მათ შორის თანამედროვე T-72 ტანკები, „გრადის“ მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემა, არტილერია, ვერტმფრენები და ერთი SU-35 ტილის თვითმფრინავი“, - აღნიშნა ვილკულმა.

მისი თქმით, იძულებით გადაადგილებულები რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან კრივი რიჰში ჩასვლას განაგრძობენ.

„ქალაქში ლტოლვილების ჩამოსვლა გრძელდება, ქალაქში უკვე 45 000-ზე მეტი ოფიციალურად რეგისტრირებული მიგრანტია, მაგრამ რეალურად ეს რიცხვი 60 000-ზე მეტია,”- აღნიშნა ალექსანდრ ვილკულმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო