ანდჟეი დუდა - პოლონეთი მზადაა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტი იყოს

თუკი უკრაინა გვთხოვს ჩვენ, გავხდეთ მისი უსაფრთხოების გარანტი და ამავდროულად, მშვიდობის გარანტი, როდესაც ომი დასრულდება, თუკი ეს მოხდება, თუკი მშვიდობის ასეთ პირობებზე შეთანხმება მოხდება, დიახ, პოლონეთი ამაში მონაწილეობას მიიღებს, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მიუღებელია ნებისმიერი შეთანხმება ომის დასრულების შესახებ, რომელიც უკრაინის გარეშე მოხდება.

„რუსეთი თავს დაესხა უკრაინას ყოველგვარი გამართლებისა და მიზეზის გარეშე, რადგან ყველა ინფორმაცია უკრაინაში რაღაც ნაციზმის არსებობის შესახებ ეს მხოლოდ რუსული პროპაგანდაა. ამას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან რომელიც იყო სასტიკი აგრესია. ეს არის სასტიკი ომი, რომელიც გააჩაღა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ, სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნის წინააღმდეგ.

რუსეთს სურს გავლენის სფეროს გაფართოება. ჩვენ არ შეგვიძლია მივიღოთ ფაქტი, რომ თავისუფალ და დემოკრატიულ მსოფლიოში, ნებისმიერი შეთანხმების მიღწევა, რომელიც დაასრულებს ამ ომს მოხდეს უკრაინის მონაწილეობის გარეშე და უკრაინის თანხმობის გარეშე. თუკი ეს ომი დასრულდება, ის უნდა დასრულდეს ისეთი პირობებით, რომელსაც უკრაინა დათანხმდება მოლაპარაკებების მაგიდასთან. ნება მომეცით, გავიმეორო - მოლაპარაკებების მაგიდასთან.

მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს უკრაინის მონაწილეობით და ისეთი პირობების მიღება და შეთანხმება უნდა მოხდეს, რომელსაც ისინი მიიღებენ. ეს არის წინაპირობა, ძირითადი პირობა და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვიძლია საუბარი მშვიდობის შესახებ, რომელიც იქნება სტაბილური მშვიდობა,“- აღნიშნა დუდამ.

მისი თქმით, სტაბილური მშვიდობისთვის აუცილებელია, უკრაინამ უსაფრთხოების გარანტია მიიღოს.

„მე ვარ ერთ-ერთი ის ლიდერი, ვისთანაც ვოლოდიმირ ზელენსკი საუბრობს ძალიან ხშირად. მე მეტ-ნაკლებად ვიცნობ ვოლოდიმირ ზელენკის პოზიციას, როდესაც საქმე ეხება ამ ომის დასრულების პირობებს. არის ერთი რამ, რაშიც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. უკრაინას ენდომება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მდებარე საკუთარი მიწების დაბრუნება. ჩემთვის ეს ძალიან ცხადია. ასევე, ბუნებრივია, რომ იმისთვის, რომ უსაფრთხოების გარანტია ჰქონდეს, იმ სიტუაციაში, როდესაც მას ნატო-ში გაწევრიანება არ შეუძლია, მას მოუნდება საერთაშორისო გარანტიები. ეს არის სტაბილური მშვიდობის მიღწევის ელემენტი.

მსურს ვთქვა, რომ ჩვენ, პოლონეთს, როგორც უკრაინის მეზობელს, გვკითხა უკრაინამ, მე მკითხა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თანახმა ვიყავით თუ არა, უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი სახელმწიფო ვყოფილიყავით. დღეს ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, როგორც შეგვიძლია. მიგვაჩნია, რომ ვალდებული ვართ, როგორც უკრაინის მეზობელი.

თუკი უკრაინა გვთხოვს ჩვენ, გავხდეთ მისი უსაფრთხოების გარანტი და ამავდროულად, მშვიდობის გარანტი, როდესაც ომი დასრულდება, თუკი ეს მოხდება, თუკი მშვიდობის ასეთ პირობებზე შეთანხმება მოხდება, დიახ, პოლონეთი ამაში მონაწილეობას მიიღებს,“- აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქეთევან ჩაჩავა - აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად წლის ბოლომდე „მეორე შანსი“ გამოიყენოს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
მცირე სახელმწიფო „ახალი წესრიგის“ კონტექსტში: ქართული ქეისი
Hotsale.ge-ის სპონსორობით საქართველოში პირველი ფინანსური ბიზნეს ფორუმი გაიმართა
დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მდებარე, საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტით - „პარკ გრილ“ რესტორნით შემოდის
ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა