უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი - ევროპის ქვეყნებში წასული უკრაინელების 60% სამშობლოში დაბრუნდა

უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი - ევროპის ქვეყნებში წასული უკრაინელების 60% სამშობლოში დაბრუნდა

უკრაინელები, რომლებიც იძულებულები გახდნენ ომის გამო ევროპის ქვეყნებისთვის შეეფარებინათ თავი, სამშობლოში მასობრივად ბრუნდებიან, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ვიქტორ ანდრუსივმა განაცხადა.

მისი თქმით, 30 მაისის მდგომარეობით, ლტოლვილთა 60% უკვე დაბრუნდა უკრაინაში.

ვიქტორ ანდრუსივმა განმარტა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი თავდასხმის გამო 7.6 მილიონ უკრაინელს მოუწია ქვეყნის დატოვება.

„ჩვენ ახლა ვხედავთ უკრაინელების სამშობლოში დაბრუნების სტაბილურ ტენდენციას. უკვე 4.8 მილიონი დაბრუნებული გვყავს, რაც ლტოლვილთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 60%-ია“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა.

მისი თქმით, ფიქრობს, რომ უკრაინაში დაბრუნებულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

„საზღვარგარეთ ცხოვრების პირობები ძალიან იშვიათად არის კარგი. უმეტეს შემთხვევაში გიწევს ძვირადღირებული საცხოვრებელი ფართის ქირაობა ან სპორტდარბაზში ცხოვრება. ასევე რთულია კვალიფიციური სამსახურის პოვნა. არ არის საჭირო იმის შიში, რომ უკრაინელები სამშობლოში არ დაბრუნდებიან“, - აღნიშნა მინისტრის მრჩეველმა.