სევეროდონეცკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - მტერმა ქალაქში ორი მიმართულებიდან შეძლო შესვლა

სევეროდონეცკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - მტერმა ქალაქში ორი მიმართულებიდან შეძლო შესვლა

მტერმა სევეროდონეცკში შესვლა ორი მიმართულებიდან, ნოვოაიდარიდან და სტარობილსკიდან, შეძლო. ის აკონტროლებს 100 მეტრიან ზოლს. უფრო ღრმად წინ ვერ წავიდნენ, ხაზი ჩვენს ბიჭებს უჭირავთ, - ამის შესახებ სევეროდონეცკის რაიონულმა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, რომან ვლასენკომ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი შეტევას ახორციელებს ახლომდებარე ლისიჩანსკშიც.

ამასთან, ვლასენკოს ინფორმაციით, ლისიჩანსკი-ბახმუტის ავტომაგისტრალს უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ, მაგრამ რუსული ძალები ტერიტორიას მუდმივად ბომბავენ.