რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში საევაკუაციო ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს, დაიღუპა ფრანგი ჟურნალისტი

რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში საევაკუაციო ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს, დაიღუპა ფრანგი ჟურნალისტი

რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში საევაკუაციო ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმის შედეგად ფრანგი ჟურნალისტი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ლუგანსკის რაიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი „ტელეგრამის“ გვერდზე ავრცელებს.

„დღეს ჩვენი საევაკუაციო ჯავშანტრანსპორტი მიდიოდა 10 ადამიანის გამოსაყვანად ოლქიდან და მოექცა მტრის ცეცხლში. ჭურვების ნამსხვრევებმა მანქანის ჯავშანი გაარღვიეს, სასიკვდილო ჭრილობა კისერში მიიღო აკრედიტირებულმა ფრანგმა ჟურნალისტმა, რომელიც აკეთებდა მასალას ევაკუაციაზე, საპატრულო პოლიციელი კი ჩაფხუტმა გადაარჩინა“,- განაცხადა გაიდაიმ.

მისივე თქმით ევაკუაცია ოფიციალურად შეჩერებულია.